თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იმედოვნებენ, რომ რექტორის არჩევნებში ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში საჭირო რეფორმებს გაატარებს.
სტუდენტების ინფორმაციით, რექტორობისთვის აპირებს იბრძოლოს განათლების მინისტრის მოადგილემ გია შერვაშიძემ, რასაც ისინი აპროტესტებენ.
„მოქმედი მთავრობის წევრები არ უნდა გადმოდიოდნენ პირდაპირ უნივერსიტეტში რექტორის პოზიციაზე, ეს არის დაუშვებელი და მიუღებელი“ - აცხადებს თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბახვა კვირიკაშვილი.
აუდიტორია 115-თვის ასევე მიუღებელია, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელიც გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას.
მათი თქმით, დარეჯან თვალთვაძე აქამდეც იყო საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, თუმცა მას უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ ქმედითი არაფერი გაუკეთებია.