დიდი ბრიტანეთის საელჩოში მიღება გაიმართა. ახალმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაქენზიმ ღონისძიებაზე ჩივინინგის პროგრამის მონაწილეებს უმასპინძლა. ისინი წელს წამყვან ბრიტანულ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას.
წელს პროგრამის მონაწილეთა რიცხვი 17-მდე გაიზრდა, მათგან სამს სრულად აფინანსებს საქართველოს ბანკი.
დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ მიღებას მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.