თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობისთვის რეგისტრაცია დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით ამ თანამდებობაზე კენჭს განათლების მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე იყრის. მან თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა.
შარვაშიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით სტუდენტების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტის დამოუკიდებლობაში ჩარევა იქნება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობისთვის კანდიდატების რეგისტრაცია 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.