თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე მცირე ჰესის მშენებლობის დაწყების ინიციატივას აპროტესტებს. ადგილობრივებმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და გარემოს დაცვის სამინისტროს მოუწოდეს, პროექტზე ნებართვა არ გასცეს, ხოლო კომპანია ართანა ლოპოტას დაწყებული მოკვლევის შეჩერება სთხოვეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ჰესის მშენებლობა სასმელი და სარწყავი წყლის შეწყვეტას გამოიწვევს. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ პროექტი სახელმწიფოსთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში დამუშავდება და სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის დაიგეგმება.