თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფის წევრები და პატრიოტთა ალიანსი კორუფციაზე საუბრობენ. მათი განმარტებით, თეატრალურ უნივერსიტეტში რექტორი გაყალბებულ დიპლომებს გასცემს.
ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე პროფესორ-მასწავლებლები აცხადებენ, რომ საქმეს პროკურატურა უკვე რამდენიმე წელია უშედეგოდ იძიებს.
საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, რექტორ გოგი მარგველაშვილს კულტურის მინისტრის მოადგილეები და ხელისუფლების წარმომადგენლები მფარველობენ.