19 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამჭვირვალობის დეკლარაციას მოაწერა ხელი

სამოქალაქო ორგანიზაციები ფინანსურ ანგარიშებს ასაჯაროებენ. 18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს გამჭვირვალობის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაციები პასუხისმგებლობას იღებენ გამოაქვეყნონ ინფორმაცია მათი გეგმების, განხორციელებული საქმიანობის, დონორებისა და დაფინანსების რაოდენობის შესახებ.

ინფორმაცია სამოქალაქო ორგანიზაციების განახლებულ ვებ პორტალზე განთავსდება, რომლის პრეზენტაციაც დღევანდელ შეხვედრაზე გაიმართა.

დღის ამბები