ჩხოროწყუს რაიონში სოფელ ჭოღას მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა. ადგილობრივები უგზოობას და წყალმომარაგების პრობლემებს აპროტესტებდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
აქციას შეუერთდნენ სამშენებლო კომპანიის ის თანამშრომლებიც, რომლებმაც ადგილობრივი სკოლა გაარემონტეს და უკვე რამდენიმე თვეა არ მიუღიათ ხელფასები.