ნიკა გვარამია ამ წუთებში ბრიფინგს მართავს და უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საკასაციო სარჩელის დასაშვებად ცნობაზე განცხადებას აკეთებს. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქმის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე განხორციელდება.
„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი როცა ყველაფერი შენს წინააღმდეგ არის სახელისუფლებო აპარატში, მთელი სახელმწიფო მანქანა შენს წინააღმდეგ მუშაობს. მაინც არსებობენ გამონაკლისები, რომლებიც წესს გადაუხვევენ, წესი სამწუხაროდ, დღეს დაკვეთილი სასამართლო გადაწყვეტილებებია საქართველოში. სამ მოსამართლეს გამბედაობას ვულოცავ, მათ კანონის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ ასევე ისაუბრა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე, როემლიც არსებითი განხილვის ფორმას ეხება და განაცხადა, რომ ტელეკომპანია ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
„ჩვენ აუცილებლად მივმართავთ უზენაეს სასამართლოს, დანიშნოს საქმის ზეპირი განხილვა, ამ განხილვაზე მოგვეცეს ჩვენი პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა, მეც, იმ ადვოკატებსაც, რომლებიც გაძევებულები იყვნენ წინა ინსტანციის მიერ, საზოგადოებასაც მიეცეს შესაძლებლობა, ნახოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.