19 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
წყალტუბოს ბაზარში მოვაჭრეებს "რუსთავი 2"-ის ყურება აუკრძალეს

ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას  უახლოეს მომავალში სამართლიანი არჩევნების ანგარიში გადაეგზავნება. არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. მესამე სექტორის შეფასებით წინასაარჩევნო გარემო ქვეყანაში გაუარესებულია. სამართლიანი არჩევნების ანგარიშში კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი.

კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ წყალტუბოს ბაზარში მოვაჭრეებს რუსთავი 2-ის ყურება ადმინისტრაციამ ქართული ოცნების წარმომადგენლების დავალებით აუკრძალა. გავრცელებული ინფორმაციით, მოვაჭრეები აკრძალვას არ დაემორჩილნენ და ამის გამო ადმინისტრაციამ პულტი გადამალა. მოვაჭრეები კამერასთან ფაქტზე საუბარს თავს არიდებენ, თუმცა მომხდარს თვითმხილველიც ჰყავს.

წყალტუბოს ბაზრის ხელმძღვანელი ქართული ოცნების მხრიდან, რუსთავი 2-ის არხის აკრძალვასთან დაკავშირებით რაიმე სახის მოთხოვნას არ ადასტურებს. მაკა ჭელიძემ დღეს კურიერთან ინტერვიუს თავი აარიდა.

წყალტუბოს ბაზარში მომხდარი ფაქტი, როგორც ამომრჩევლებზე ზეწოლა და მუქარა სამართლიანი არჩევნების ანგარიშში მოხვდა. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო სექტორმა დღეს მესამე შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა.

ავტორი: ნატა მახვილაძე.

დღის ამბები