სახელმწიფო უნივერსიტეტი არჩევნებისთვის ემზადება. 23 სექტემბრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ეყოლება, თუმცა ამ თანამდებობის დასაკავებლად რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. პირველი კანდიდატი, რომლის ვინაობა ინფორმაცია უკვე ვრცელდება განათლების მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე იქნება, მან თანამდებობა დღეს უკვე დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ შარვაშიძეს კანდიდატად ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა მას მოწინააღმდეგეები უკვე გამოჩდნენ. პირველი ვინც მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს სტუდენტები იქნებიან.
განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის კანდიდატურას რექტორის თანამდებობაზე ეწინააღმდეგებიან აუდიტორია 115-ის წევრებიც. ისინი არ გამორიცხავენ, რომ შარვაშიძის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქციებიც დაიწყონ. შარვაშიძის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან სამეცნიერო წრეებშიც. აკადემიური საბჭოს წევრების ნაწილი მინისტრის ყოფილი მოადგილის მონაწილეობას არჩევნებში უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვად აფასებს.
თავად გია შარვაშიძეს დღეს განმარტებები არ გაუკეთებია, მან რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობისთვის 14 სექტემბრამდე უნდა გაიაროს.
ავტორი : გიგლა თუმანიშვილი.