19 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
მინდია ოჯახიშვილის ადვოკატმა სასამართლოს მტკიცებულებად მისი დაკავების ფარული ჩანაწერი წარუდგინა

იარაღის უკანონო ტარებისთვის ბრალდებული მინდია ოჯახიშვილის დაკავების ორი განსხვავებული ვერსია - ბრალდებულის ოჯახი სამართალდამცველებს იარაღის ჩადებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახიშვილის უფლებების დამცველმა დღეს სასამართლოს მტკიცებულებად მისი დაკავების ფარული ჩანაწერი წარუდგინა, მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალდებული სასამართლო განხილვებს საპატიმროში დაელოდება.

ბრალდებულის ინტერესების დამცველი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გაასაჩივრებას გეგმავს. დაცვის საქმეში დევს დაკავებულის ოჯახის წევრების ჩვენებებიც, რომლებიც გამოძიებას მინდია ოჯახიშვილის დევნაში სდებენ ბრალს.

დაკავებული 3 ბრალდებიდან არც ერთს არ აღიარებს. ჯერჯერობით უცნობია რა ეტაპზეა მინდია ოჯახიშვილის სავარაუდო ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, რომელიც საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე დაიწყო.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი, დავით ქაშიაშვილი.

დღის ამბები