19 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
უახლოეს მომავალში შესაძლოა "რესპუბლიკა ბანკი" "TBC ბანკს" შეუერთდეს

შესაძლოა უახლოეს პერიოდში რესპუბლიკა ბანკი TBC ბანკს შეუერთდეს. ჯგუფ სოსიეტე ჟენერალთან აქციების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს TBC ბანკი ადასტურებს.

პროგრეს ბანკი სავარაუდოდ ის საკითხია, რომლის გამოც ზაფხულში სოსიეტე ჟენერალსა და ჰუალინგ ჯგუფს შორის დადებული წინასწარი შეთანხმება არ შედგა. გავრცელებული ინფორმაციით რესპუბლიკა ბანკთან ერთად ჩინელ ინვესტორებს კახა კალაძის მიერ დაფუძნებული ბანკის შეძენაც სთხოვეს, რასაც ჰუალინგ ჯგუფი არ დათანხმდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკება რესპუბლიკა ბანკისა და პროგრეს ბანკის შეძენაზე უკვე მამუკა ხაზარაძემ. რამდენს გაიხდის TBC ჯგუფი ბანკში, რომლის 22 პროცენტის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი, დანარჩენის კი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ილია გავრილოვია, არ სახელდება. ამ დროისთვის პროგრეს ბანკის აქტივები მხოლოდ 236 მილიონი დოლარია.

მოლაპარაკების დეტალებზე ინფორმაციას არც ერთი მხარე არ ახმოვანებს. კურიერს რესპუბლიკა ბანკში მხოლოდ ის დაუდასტურეს, რომ ჰუალინგთან საუბარი შეწყვეტილია და ამ ეტაპზე მოლაპარაკება საკონტროლო პაკეტის გასხვისებაზე TBC ბანკთან მიმდინარეობს. ჰუალინგ ჯგუფი პროცესის შეწყვეტას არ ადასტურებს.

ავტორი: თეონა ცხომელიძე.

დღის ამბები