19 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
გადაწყვეტილება მიღებულია - უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2-ის" საკასაციო სარჩელი დასაშვებად ცნო

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საკასაციო სარჩელი დასაშვებად ცნო. კანონმდებლობით უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღებიდან 6 თვე აქვს, რომ არსებითი განხილვა დაასრულოს, რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს საკასაციო საჩივრები სასამართლომ 25 ივლისს მიიღო, ანუ 25 ვადა იანვრამდეა, თუმცა რუსთავი 2-ის იურტები და ხელმძღვანელები არ გამორიცხავენ, რომ სასამართლომ აღნიშნული საქმის განხილვა მანამდე დაასრულოს.

დღეს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მოსამართლეებმა, რომლებმაც სარეზოლუციო ნაწილს ხელი მოაწერეს, ზეწოლას გაუძლეს, თუმცა სადაო ნორმა დატოვეს, რომელიც საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას ეხება.

სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები აპირებენ, რომ უზენაეს სასამართლოს კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართონ, რათა არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართოს და მათ მიეცეთ საშუალება საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები