19 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზთან - რუსმა ოკუპანტებმა 60 წლის მამაკაცი აიყვანეს

მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზთან. რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კოშკას მკვიდრი გაიტაცეს.

ვალიკო ხიზანიშვილის დაკავება იმ დროს მოხდა, როცა სოფლის ტერიტორიაზე პირუტყვს მწყემსავდა.

60 წლის მამაკაცი ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. ადგილობრივების მტკიცებით, მას ე.წ. საზღვარი არ დაურღვევია.

დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ. 

დღის ამბები