დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის ოჯახის წევრები სამართალდამცველბის მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე საუბრობენ. გიორგი ფეიქრიშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც, მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ იარაღის ამოღებამდე პოლიციელებმა ავტომატი ჩადეს.
გიორგი ფეიქრიშვლისა და ნოდარ ნიშნიანიძის ოჯახის წევრებმა, მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და პოლიციელების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე საჯარო განცხადებები გააკეთეს, თუმცა მათ რეაგირება არავის მხრიდან არ მოჰყოლია. ფეიქრიშვილების ოჯახმა, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ზეწოლაში ღიად დაადანაშაულა.
ოჯახის მტკიცებით ფეიქრიშვილები საარჩევნო ბატალიებში ჩართული არასდროს ყოფილან.
კალაძესა და ძმებ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს პირადი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, შესაბამისად ოჯახის წევრებს დაპირისპირების მიზეზებზე საუბარი უჭირთ.
გიორგი ფეიქრიშვილის ძმაც დავით ფეიქრიშვილი პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა - შენახვისთვის 2014 წელს დააკავა. მისი ტყუპისცალი ძმა აქციების დაწყებას გეგმავდა, თუმცა 2015 წლის პირველ ოქტომბერს ისიც დააკავეს. ამჯერადაც ბრალდება იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება იყო.
უკანასკნელ სამ წელიწადში ოჯახის 2 წევრის სამჯერ დაკავებას ერთიდაიმავე ბრალდებით, ფეიქრიშვილები სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართულ დევნად აღიქვამენ.
ავტორი: გიორგი გვიშიანი.