19 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
ყიფშიძის ქუჩაზე ჩაცხრილული ავტომექანიკოსი - რამაზ მჭედლიშვილის ტრაგიკული ისტორია

ყიფშიძის ქუჩაზე ჩაცხრილული ავტომექანიკოსი რამაზ მჭედლიშვილი ტყვიას ემსხვერპლა. გარდაცვლილის ახლობლები მკვლელობის მიზეზად ორი ახალგაზდრის გაღიზიანებას ასახელებენ. 

გარდაცვლილის თანამშრომლები შემთხვევის დღესთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ რამაზის გვერდით მეთუნუქესთან იმ დღეს ავტომობილით 2 პირი მივიდა. როგორც ამბობენ, ორ ახალგაზრდას აუხსნეს, რომ ავტომობილი იმ წუთას ვერ გაკეთდებოდა, რასაც მათი მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.

მეგობარი ყვება, რომ რამაზის მუქარა სერიოზულად არ აღუქვამს და მუშაობა გააგრძელა, რამდენიმე წუთში ჩანთაში დამალული ავტომატით დაბრუნდნენ. მძღოლის გვერდით მჯდომმა სავარაუდოდ ორჯერ გაისროლა. რამაზი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

ბრალდებული რამდენიმე საათში, ზესტაფონში სამარშუტო ტაქსიში დააკავეს. 1991 წელს დაბადებულმა კონსტანტინე ლაშქარაშვილი 2014 წელსაა ნასამართლევი და ახლა პირობით სასჯელს იხდიდა. ავტომატის კვალს გამოძიებამ ჯერ ვერ მიაგნო. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია მისი თანმხლები პირიც. 

ავტორი: გვანცა სუთიძე. 

დღის ამბები