19 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
“მეცამეტე რაიონად“ წოდებული ვაზიანის დასახლება, რომლის 5 ათასამდე მოსახლე წლებია შველას ითხოვს

“მეცამეტე რაიონი“ - ასე უწოდებს მოსახლეობა თბილისიდან 5 კილომეტრში, ვაზიანის დასახლებას, სადაც 5 ათასამდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, აფხაზეთიდან დევნილები და მაღალმთიანი სოფლებიდან ჩამოსახლებული ცხოვრობენ.

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე წლებია სასმელ წყალს, კანალიზაციის სისტემას, თხევად აირს, სანაგვე ურნას, ქუჩის განათებასა და წყალგაუმტარ სახურავს ითხოვს.

კანალიზაციის სისტემის უქონლობის გამო ნაგავი და ფეკალური მასები კორპუსის სარდაფში ჩაედინება რის გამოც შენობის საძირკველი ავარიულია ამასთან ერთად გაუსაძლისი სუნი დგას ყველა ბინასა თუ სადარბაზოში.

შენობები, რომელშიც ვაზიანელებს ცხოვრება უწევთ ავარიულია. ბავშვებისა და უფროსების ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა, ჰიგიენის და უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია.

ავტორი: ანანო ბაკურაძე. 

დღის ამბები