19 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
"იქნება სხვა მტკიცებულებები" - ლევან ალაფიშვილი ხალვაში-ოქრუაშვილის თემაზე საუბრობს

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის გაფორმებული დოკუმენტის ნამდვილობის დასადასტურებლად, სხვა მტკიცებულებებიც წარადგინონ.

ლევან ალაფიშვილი 2010 წელს რუსთავი 2-თან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნამდვილობასა და ფრანგი ექსპერტის დასკვნაზე კიდევ ერთხელ აკეთებს განმარტებებს. მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშთან გაფორმებული შეთანხმების ნამდვილობის დასადგენად 2015 წლის დეკემბერში ფრანგ გრაფოლოგს მიმართა და ორი დოკუმენტი წარუდგინა.

მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის რუსთავი 2-ის საქმეზე გაფორმებული შეთანხმება და ქიბარ ხალვაშსა და ეროსი კიწმარიშვილს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ტელე-მაესტროს მმართველი კომპანიის წილების გასხვისების თაობაზე. ორივე დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაა.

საბოლოოდ, ფრანგმა ექსპერტმა დაადგინა, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ნამდვილია. ამის მიუხედავად, ადვოკატის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი მზად არის დოკუმენტი შესასწავლად წარუდგინოს სხვა ექსპერტს და მისი ნამდვილობის შესახებ ალტერნატიულმა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა იმსჯელოს.

"ექსპერტის დასკვნა ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ 2010 წელს ნამდვილა შედგა შეთანხმება. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი, იქნება სხვა მტკიცებულებები, დოკუმენტები იქნება თუ სხვა სახის, რომელიც თუ კი სადაო გახდა ეს საკითხი - დოკუმენტის ნამდვილობის, ურთიერთობების არსებობა-არარსებობის საკითხი, შესაბამის განმხილველ ორგანოებში წარვადგენთ,“ - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.   

 

ამავე თემაზე
დღის ამბები