19 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
ხმაურიანი აქცია კანცელარიასთან - სამართალდამცველებმა ლადო სადღობელაშვილი დააკავეს

ხმაურიანი აქცია მიმდინარეობს მთავრობის კანცელარიასთან. ადგილზე აქციას სოციალურად დაუცველები მართავენ. ისინი პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით განცხადების შეტანას ითხოვდნენ. თუმცა მათ დაცვამ შენობაში შესვლის უფლება არ მისცა.

პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს, რის გამოც სამართალდამცვებმა თავისუფალი თაობის ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მთავრობის კანცელარისთან შეკრებილები გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას და უსახლკარო პირებისთვის პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ.

 

დღის ამბები