20 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
აქცია რუსთავიში - აზოტის ქარხნის თანამშრომლები სამუშაოების განახლებას ითხოვენ

რუსთავში, აზოტის ქარხანასთან საპროტესტო აქცია გამართა თანამშრომლების ნაწილმა. მათი განცხადებით, ქარხანა უკვე ორი თვეა არ მუშაობს, თანამშრომლები კი ე.წ. ტარიფულ შვებულებაში იმყოფებიან.

თანამშრომლები აზოტის ქარხანაში სამუშაოების განახლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

მშვიდობიან აქციას რუსთავში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დავით კირკიტაძეც შეურთდა.

„ქარხნის ხელმძღვანელობას სულ არ ადარდებს მათი ბედი, რადგან ისინი ისედაც მაღალ ხელფასებს იღებენ, ხოლო თანამშრომლები ბედის ანაბარად არიან მიტოვებულნი,“ - განაცხადა კირკიტაძემ.

თანამშრომლების პროტესტს საპასუხო განცხადება აზოტის ქარხნის ხელმძღვანელობის მხრიდან არ მოჰყოლია.

დღის ამბები