რომის პაპის საქართველოში ვიზიტის ოფიციალური პროგრამა დღეს გახდა ცნობილი. პაპი ფრანცისკე საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა და 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.
საქართველოს მოსახლეობას რომის პაპის წირვაზე დასწრება პირველ ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეეძლება. სტადიონზე შესასვლელი მოსაწვევები კი კათოლიკურ ეკლესიებში გაიცემა.