01 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
"სეირნობა საქართველოში" - nneka-ს კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება

სეირნობა საქართველოში - ამ სახელწოდების კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.

ქართველი მსმენელის წინაშე, მუსიკოსი nneka, საკუთარ ბენდთან ერთად წარდგება. თბილისში გამართულ პირველ კონცერტზე მომღერალი ახალ სიმღერასაც პირველად შეასრულებს.

მუსიკოსი nneka თავის ბენდთან ერთად თბილისში პირველი კონცერტისთვის სპეციალური პროგრამით ჩამოვიდა.

საუკეთესო აფრიკელი მუსიკოსის ტიტული nneka-მ 2009 წელსაც მოიპოვა. განსახვავებული შესრულების მანერის, აფრიკული სლენგისა და გარეგნობის გარდა, nneka-მ მსოფლიოს ყურადღება მისი სიმღერების შინაარსითაც მიიქცია. რეგის, სოულის და ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი საკუთარ შემოქმედებას ძირითადად სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებს უკავშირებს.

ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი.

დღის ამბები