03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
შირაქის ველზე არქეოლოგებმა 3 ათას 200 წლის წინანდელი ნაქალაქარი აღმოაჩინეს

უნიკალური აღმოჩენა კახეთში - შირაქის ველზე ე.წ. დიდნაურის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა 3 ათას 200 წლის წინანდელი ნაქალაქარი აღმოაჩინეს. სპეციალისტები ტერიტორიით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც კოსმოსურმა სატელიტურმა გადამცემმა დიდნაურის მიდამოებში უძველესი ნაქალაქარი დააფიქსირა.

ექსპედიციის წევრები ვარაუდობენ, რომ ის უძველესი სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა ყოფილიყო, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული არ არის. სპეციალისტებს ეჭვის საფუძველს სასახლის მასშტაბები, ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნასახლარები და სამარხები აძლევს.

„მარტო შიდა ციხეს უკავია 10-11 ჰექტარი, რომელიც შემოზღუდულია ძალიან მაღალი საინჟინრო სტრუქტურით აგებული 7 მეტრის სიგანის გალავნით და ჩვენდა ბედად, წელსვე, მიუხედავად იმისა, რომ გავთხარეთ 10-10-ზე ფართობი, ამავე ფართობზე მოექცა კარიბჭეც,” - აცხადებენ არქეოლოგები.

ამავე თემაზე
დღის ამბები