მნიშვნელოვანი ცვლილება საბანკო სექტორში - TBC ბანკი ბანკ რესპუბლიკას საკონტროლო პაკეტის მფლობელი და შესაბამისად ბაზარზე ლიდერი ხდება.
ბანკების გაერთიანების შემდეგ დეპოზიტებისა და სესხების კუთხით TBC, საქართველოს ბანკს გადაუსწრებს და ამ სექტორში პირველ ადგილს დაიკავებს. საბოლოო შეთანხმება სოსიეტე ჟენერალთან უკვე მიღწეულია.
გარიგების დასრულების შემდეგ, TBC ბანკის აქციების 5.4%-ის მფლობელი სოსიეტე ჟენერალი გახდება, ხოლო 6.36%-ის მფლობელი კვლავ რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია, რომელთანაც TBC ჯგუფმა წინასწარი მოლაპარაკება აქციების შესაძენად უკვე დაიწყო. ბანკ რესპუბლიკასთან ერთად TBC ჯგუფმა 108 მილიონად შეიძინა პროგრეს ბანკის აქტივები და დეპოზიტები. პროგრეს ბანკის დამფუძნებელი ყოფილი ვიცე-პრემიერი კახი კალაძეა.