ქუთაისის ნაწილს წყლის, გზის და კანალიზაციის პრობლემები აწუხებთ. წყალი ქუთაისში მოსახლეობას დღემდე შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
„ყურადღებას არ აქცევენ არც ქუჩას, არც მოსახლეობას, არც მოხუცებს. მაგენი არაფრის გამკეთებლები არ არიან,“ - აცხადებს კურიერთან ქუთაისის მაცხოვრებელი.
მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებენ, რომ 4 წლის მანძილზე მოსახლეობის პრობლემებით არავინ ინტერესდება.
ავტორი: თეა ადეიშვილი.