20 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
ე.წ. რეზინების დასახლება ქუთაისში - ადგილი, სადაც ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ

ქუთაისში ე.წ. რეზინების დასახლებაში რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. გაირკვა, რომ რამდენიმე ოჯახი 60 კვადრატულ მეტრიან შენობას საცხოვრებლად ინაწილებს. საცხოვრებელში არ არსებობს არანაირი პირობა, რომ ადამიანმა იცხოვროს, თუმცა აქ რამდენიმე ოჯახი მაინც ცხოვრობს. 

საცხოვრებელში არ აქვთ აბაზანა, აქვთ ერთი საპირფარეშო სადა 4 კაბინაა და არც ერთს კარი არ აქვს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ტაშტში შეგროვებული წყლით იბანენ. 

უსახსრობის გამო დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები ვერც საკვებს და ვერც წამალს ვერ ყიდულობენ. 

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. 

დღის ამბები