19 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
"არასრულად დეკლარაციების შევსება კვლავაც რჩება ხელისუფლების ყველა დონეზე" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ გამოვლინდა ხარვეზები, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეებზე.

კვლევაში სპორტის მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია მოხვდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, მინისტრი დღემდე იკავებს დირექტორის პოზიციას ერთ-ერთ კომპანიაში.

ასევე დარღვევებია აღმოჩენილი მინისტრების მოადგილეების, დეპუტატების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში.

არასრულად დეკლარაციების შევსება კვლავაც რჩება ხელისუფლების ყველა დონეზე. წარმოიშობა რისკი იმისა, რომ შეიძლება იყოს დამალული რაიმე ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა კორუფციულ ინტერესებს უკავშირდებოდეს. 

დღის ამბები