თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, დღეს წარადგენს საბუთებს განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე.
არ არის გამორიცხული მის მონაწილეობას ხმაური მოყვეს. შარვაშიძის კანდიდატურას სტუდენტები აპროტესტებენ და ფიქრობენ, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, უნივერსიტეტი ავტონომიურობას დაკარგავს.
მათვე ინფორმაციით, ამ კანდიდატის მხარდასაჭერად აკადემიური საბჭოს წევრებზე ზეწოლა ხორციელდება.
თავად რექტორობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება. რექტორობის კანდიდატთა განცხადების მიღების ვადა ხვალ იწურება. არჩევნები 23 სექტემბერს გაიმართება.