20 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
მომავალი მეხსიერება - ამ თემაზე შექმნილი ინსტალაციები გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი 

სოფელი გარიყულა ფესტივალს მასპინძლობს. "მომავალი მეხსიერება" - სწორედ ამ თემაზე შექმნილი ინსტალაციები იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე, რომელიც შაბათს გაიხსნება.

ფესტივალში მონაწილეობისთვის საკუთარი პროექტებით საქართველოს 6 უცხოელი არტისტი ეწვია. მათთან ერთად საკუთარ ნამუშევრებს ქართველი ხელოვანებიც წარადგენენ.

6 უცხოელ არტისტთან ერთად სტუმრებს რამდენიმე ქართველი ხელოვანის ინსტალაციის ნახვაც შეეძლებათ. სოფელ გარიყულაში ფესტივალს უკვე 8-წლიანი ისტორია აქვს. ამ პერიოდში შექმნილი ნამუშევრების ნაწილი კი ისევ იგივე ადგილას უკვე მუზეუმის მუდმივი ექსპონატი გახდება.

ფესტივალი სტუმრებს უკვე 17 სექტემბრიდან სამი კვირის გამავლობაში უმასპინძლებს.

დღის ამბები