უკრაინულ წყლებში მცურავ თურქულ გემზე ორი ქართველი მეზღვაური უკვე ერთი კვირაა შველას ითხოვს. მალხაზ მელაძე და რობერტ ლიპარტელიანი აცხადებენ, რომ ორი თვეა კუთვნილი ხელფასი არ მიუღიათ.
გემი წყალშია გაჩერებული, არ აქვთ სასმელი წყალი და საკვები. მეზღვაურების ოჯახის წევრების ინფორმაციით, პრობლემები თურქულ გემზე ორი თვის წინ დაიწყო.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკითხში უკვე ჩართულია. რაც შეეხება სახელფასო პრობლემას, სააგენტოს ინფორმაციით, ეს საკითხი კომპანიასა და დასაქმებულს შორის ხელშეკრულების საფუძველზე რეგულირდება და ამაში სახელმწიფო პირდაპირი წესით ვერ ჩაერევა.