x ფატორის გამარჯვებულ ავთანდილ აბესლამიძეს პროექტის პარტნიორმა კომპანიამ სალვუს დეველოპმენტმა კუთვნილი ბინის დოკუმენტაცია გადასცა.
აბესლამიძის საცხოვრებელი სახლი ვაკეში შატბერაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. პროექტის გამარჯვებული საკუთარ სახლში გადასვლას ახალი წლისთვის შეძლებს. იქს ფატორის ფინალისტს გიგი ადამაშვილთან კი დეველოპერულმა კომპანიამ ერთწლიანი სტიპენდიის ხელშეკრულება გააფორმა.
ადამაშვილი ერთი წლის განმავლობაში, პროექტის პარტნიორი კომპანიისგან ყოველთვიურად 500 ლარს მიიღებს.