19 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
3 ათასი ზარი და 11 ჰოსპიტალიზაცია - სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირია

3 ათასი ზარი და 11 ჰოსპიტალიზაცია - თბილისში დილიდან გავრცელებული გაზის სუნი, რომელიც ყაზტრანსგაზის განცხადებით, სრულიად უვნებელი იყო, მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა.

ინტოქსიკაციის სიმპტომებით ადამიანები თბილისის 5 კლინიკაში მოათავსეს. ექიმების განცხადებით, თითოეულ პაციენტს აღენიშნებოდა ბუნებრივი აირისგან მოწამვლის დამახასიათებელი ნიშნები, როგორიც არის თავბრუსხვევა და გულის რევა.

ექიმები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ოფიციალური ინფორმაციით, სულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში 15 შეტყობინება შევიდა, 15 მოქალაქიდან საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი ოთხმა განაცხადა. 11 კი თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. 

სასწრაფოში განმარტავენ, რომ მოქალაქეები, პირღებინებას და თავის ტკივილს უჩიოდნენ. 

 

დღის ამბები