აფხაზეთში დაღუპულ 17 მებრძოლს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ისინი გუშინ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ტაძრიდან გამოსვენების ცერემონია დღს 14 საათზე დაიწყება. მანამდე კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება პატივი მიაგოს აფხაზეთში დაღუპულ მეომრებს.