ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი, დღეს სოფელ კოკის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. სანდრა რულოვსმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის მეორე ნომერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პედაგოგს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში შემოვლითი გზით ახერხებდა აფხაზეთში გადასვლას და ქართული ენის სწავლებას.