აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას ათობით მოქალაქე მართავს, ისინი შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობას აპროტესტებენ.
მახინჯაურსა და განთიადში მოცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ მიწის ნაკვეთებზე გზამ უნდა გაიაროს, ხოლო მთავრობა დაბალ კომპენსაციებს სთავაზობს.