ლაგოდეხის რაიონში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა ქარიშხალმა და წვიმამ აფენის თემში შემავალ სოფლებში 30-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავები გადახადა.
სტიქიამ წააქცია ხეები და გაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 2000-მდე აბონენტს დენი ამ დრომდე არ მიეწოდება.
ადგილობრივების ერთი ნაწილი სტიქიას საკუთარი ძალებით უმკლავდება.
„არანაირი პრობლემა იმის, რომ მან გაათიოს ღამე თავის საცხოვრებელ სახლში არც ერთ მოქალაქე არ აქვს. ჩვენ აყვანილი გვყავს კონტროლზე ეს ყველაფერი, თუ რომელიმე მოქალაქეს დასჭირდება დახმარება, ამისთვისაც მზად ვართ,“-განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ.