მესამე სექტორი ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ახსენებს, რომლის მიხედვითაც, ფარული მოსმენის მოქმედი სისტემა არაკონსტიტუციურია. სასამართლოს მთავარი შენიშვნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოსმენებზე სრულ ტექნიკურ წვდომას უკავშირდება.
მოქმედი კანონის შესაცვლელად, საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს დრო 2017 წლის 31 მარტამდე მისცა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ საკანონმდებლო ორგანო ვადაში ვერ ჩაეტევა, რადგან, მე-8 მოწვევის პარლამენტს ამ საკითხზე მსჯელობა არ დაუწყია. განუხილველი დარჩა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მესამე სექტორის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული კანონპროექტიც.
მესამე სექტორი სუს-ისთვის მოსმენეტბზე ტექნიკური წვდომის გასაღების ჩამორთმევას და დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას ითხოვს, რომელიც ამ უფლებას გადაიბარებს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შესასრულებელია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ამ მოდელს არ იზიარებენ.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე