მთავრობის ადამინისტრაციასთან, მოძრაობა თეთრი ხმაურის აქციის ერთ-ერთმა წევრმა მუცელი დაისერა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებული ამ წუთებში ნიუჰოსპიტალში იმყოფება, მას ექიმები ჭრილობებს უმუშავებენ.
როგორც დაშავებული ამბობს, მასზე პოლიცია წლების განმავლობაში ახდენდა ზეწოლას და რამდენიმე თვის წინ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ის ამბობს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს.
მთავრობის ადმინისტრაციასთან მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა თეთრი ხმაურის ორგანიზებით აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეები სახელმწიფოს არასწორ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ, მათი თქმით, სწორედ ამ პოლიტიკას შეეწირა სამტრედიაში დემურ სტურუა.