19 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
IDFI-ის კველვას რ ეთანხმებიან საკრებულოს უმრავლესობაში

საკრებულოს წევრთა შრომის ანაზღაურებისა და საშტატო თანამშრომელთა რაოდენობაზე, არასამთვრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევის შედეგებს არ ეთანხმებიან საკრებულოს უმრავლესობაში.

მათი განაცხადებით, არც სახელფასო ფონდი და არც საშტატო ერთეული არ არის გაზრდილი. საკრებულოს უმცირესობაში კი ბიუროკრატიის მასშტაბებზე მიუთითებენ.

„აქ საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ფრაქციებსა და მაჟორიტარების ბიუროებს გააჩნიათ ლიმიტი შრომის ანაზღაურების, რომელთა ათვისების უფლება აქვთ მათ. შეიძლება ამ ლიმიტის ფარგლებში ყავდეთ პირობითად ერთი, ორი ან ხუთი თანამშრომელი, შესაბამისად, ხარჯის ზრდა არ მომხდარა,“ - განმარტავს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე. 

IDFI-ის კვლევას ეხმაურება ოპოზიცია. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარი თქმით, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში სერიოზულ პრობლემად იქცა გაზრდილი ხარჯები და დამატებითი შტატები.  

"იზრდება ბიუროკრატია და მცირდება გაკეთებული საქმის მოცულობა,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე. 

შეგახსენებთ, კვლევის მიხედვით, თბილისის საკრებულოში საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა 45%-ით გაზრდილია. პერიოდი 2011-2015 წლებია.

დოკუმენტის მიხედვით, 2013 წლიდან გაორმაგებულია შრომის ანაზღაურების ფონდი საკრებულოს წევრთა შრომის ანაზღაურება 2011 წელთან შედარებით 2015 წელს 331 ათას 300 ლარით არის გაზრდილი, საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 2 მილიონ 700 ათასი ლარით, 3 მილიონ 150 ათასი ლარით არის მომატებული უშტატო თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები