ჟურნალ ივერიას მესამე ნომრის პრეზენტაცია - შემეცნებით ანალიტიკური გამოცემის მთავარი თემა ამჯერად საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ისტორიაა.
სტატიები კი ამერიკის კონგრესის დაკვეთით, ცივი ომის დროს დაბეჭდილი წიგნის მიხედვით დაიწერა, რომლის ავტორებიც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორები, თვითმხილველი ქართველები და კონგრესის წევრები არიან.
„ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ გაგვეცნო მოაზროვნე მკითხველი საზოგადოებისთვის რა გადახდა ერთხელ საქართველოს, როდესაც გამოაცხადა ნეიტრალიტეტი რუსეთთან და რა დაემართა ყველა სფეროს საზოგადოებისა, იქნებოდა ეს ოჯახი, ხელოვნება, მეცნიერება, ჩვენი ჯარი და ა.შ. ეს ყველაფერი არის ძალიან მწარე და კომუნისტების მიერ გულდასმით მიმალული საქართველოს ისტორია, რომელიც ყველა თავისუფლების მოყვარე პატრიოტმა უნდა იცოდეს,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ჟურნალ ივერიას რედაქტორმა ნიკა რურუამ.
ქართულ-ინგლისური ისტორიული ჟურნალი თვეში ერთხელ გამოდის.