03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
ექსკლუზიური ბოკალი საფერავისთვის

საფერავის ბოკალი მსოფლიოს 15 წამყვანი ჯიშის სახელობითი ბოკალების კოლექციაში მოხვდა. 

საფერავისთვის ექსკლუზიური ბოკალი ავსტრიულმა კომპანიამ, რომელსაც 300 წლიანი ისტორია აქვს, ქართველი სომელიეეების ასოციცაციის წარმომადგენელთა ინიციატივით შექმნა. 

კომპანიამ ქართული საფერავის სადეგუსტაციო სასმისი ცხრათვიანი მუშაობის შემდეგ დაამზადა. პროექტზე ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მუშაობდნენ. მსოფლიოში სულ 20 სახეობის ღვინო არსებობს, რომელთაც თავისი სპეციალური ექსკლუზიური სადეგუსტაციო ბოკალი აქვს.

ბოკალის პრეზენტაციას თბილისის მერი, დავით ნარმანია დაესწრო, რომელმაც წლევანდელ რთველზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ყურძნის მოსავალი არნახულად დაბინავდა. 

დღის ამბები