ინციდენტი მოხდა ცოტა ხნის წინ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მერიის დაცვის თანამშრომლებმა დარბაზიდან გააძევს.
ამ წუთებში სასახლეში თბილისის მერი 2014-2016 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას მართავს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სწორედ ამ ანგარიშის მოსასმენად მივიდნენ დარბაზში. თუმცა, დავით ნარმანია მათ მიერ დასმულმა შეკითხვებმა გააღიზიანა.
ინციდენტი ჯერ არასამთავრობოებსა და დედაქალაქის მერის პირად დაცვას შორის მოხდა. მოგვიანებით კი მათ მერიის დაცვის თანამშრომლებმა დარბაზი დაატოვებინეს. მათ შორის არიან თავისუფალი ზონის წევრები.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ანგარიშის წარდგენაზე დასწრება სურდათ, თუმცა თბილისის მერმა მათ შეურაცხყოფა მიაყენა.
პროვოკაციის მოწყობასა და ნაციონალური მოძრაობის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს არასამთავრობოებს თბილისის მერი.
„ნაციონალური მოძრაობის სატელიტი ორგანიზაციები ცდილობენ იმას, რომ ხელი შეგვიშალონ ჩვენ საქმიანობაში სხვადასხვა საპროტესტო აქციებით, სხვადასხვა უხეში გამოხდომებით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, არ ვუგდებთ მათ ყურს, ვინაიდან მათი მთავარი ამოცანა არ არის საქმის კეთება და კონსტრუქციული დიალოგი,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.