19 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
სოფელ გურგენიანში ადგილობრივები სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ

ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში ადგილობრივები სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ. შენობა, სადაც 15-მდე პირველი და მეორე კლასელი მოსწავლე სწავლობს. მშობლების თქმით, ამორტიზირებულია და ბავშვებისთვის საფრთხეს ქმნის. შენობაში მთლიანად მოშლილია ინფრასტრუქტურა, თუმცა, ამის მიუხედავად, იქ საარჩევნო უბანიც განათავსეს.

პრობლემების გასაცნობად ადგილზე ლაგოდეხის რაიონში პაატა ბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლაშა დვალიშვილი ჩავიდა.

მშობლების მოთხოვნებს ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში უპასუხეს, სადაც განაცხადეს, რომ კორპუსი ნინიგორის საჯარო სკოლას ეკუთვნის და ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ოთახის რემონტი იგეგმება. მისი სრული რეაბილიტაცია კი დაგეგმილი არ არის.


დღის ამბები