არჩევნებამდე 3 კვირით ადრე, პრემიერმინისტრმა 8 ოქტომბრის შემდეგ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დააანონსა. სივრცითი მოწყობის გეგმა, ასე ჰქვია პროექტს, რომლის მთავარი ნაწილი ქვეყანაში მაგისტრალების მშენებლობას და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება.
2020 წლის ბოლოსთვის მთავრობის გეგმის მიხედვით, 4-ზოლიანი, 53-კილომეტრიანი ავტობანის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც 40-მდე გვირაბი და 90-მდე ხიდი უნდა აშენდეს. ძირითადი მაგისტრალის გარდა რამდენიმე ავტობანიც უნდა ამოქმედდეს.
მთავრობის მიერ წარმოდგენილ სივრცითი მოწყობის გეგმას ოპონენტები ყველაზე მეტად სწორედ გზების მშენებლობის მიმართულებით აკრიტიკებენ. ნაციონალურ მოძრაობაში გეგმას არარეალურად აფასებენ და ჯერ კიდევ მიმდინარე პროექტებში ჩამორჩენაზე საუბრობენ.
დაანონსებული გეგმის მიხედვით, ახალი პროექტები ყველაზე მეტად ტურისტული ნაკადების ზრდაზე უნდა აისახოს. მთის კურორტების განვითარებით მომავალ წლებში, მთავრობა ტურისტების რაოდენობის გაორმაგებას ვარაუდობს.
ავტორი: ანა წერეთელი.