19 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
ერთობლივი ეგზიტპოლი - საზოგადოებრივ მაუწყებლს "თი ენ ეს-თან" კონტრაქტზე ხელი არ მოუწერია

ერთობლივი სატელევიზიო პროდუქტის სიზუსტეზე ეგზიტპოლების შემსრულებლები კონკრეტული ციფრებით ვერ საუბრობენ. GDS-ის, იმედის, მაესტროსა და სავარაუდოდ საზოგადოებრივი არხის ეთერში 8 ოქტომბერს თი ენ ეს ოფინიონის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ერთდროულად გაშუქდება, საველე სამუშაოებს კომპანია GORBI ჩაატარებს. პრეზენტაციაზე ბევრი კითხვა დაისვა GORBI-ის მიმართ, რომელსაც მსგავსი სამუშაოები საქართველოში 2003 წლის შემდეგ არ ჩაუტარებია.

სამ ტელეკომპანიასთან ერთად დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები არ გამოჩენილან. ირკვევა, რომ არხის ხელმძღვანელობას თი ენ ეს-თან კონტრაქტზე ხელი არ მოუწერია. საბოლოო გადაწყვეტილებამდე მაუწყებელში კომენტარს არ აკეთებენ.

სარეიტინგო ომის მიზანი ამ ეტაპზე, მედია მკვლევარების თქმით, რუსთავი 2-ის მიერ დაგეგმილ ეგზიტპოლთან დაპირისპირებაა. სპეციალისტები მაუწყებელს მოუწოდებენ, პროპაგანდისტული დანიშნულების პროექტში არ ჩაერთოს.

ეგზიტპოლის ფარგლებში 11 მაჩვენებლის წარმოდგენა იგეგმება და გამოკითხვა 320 საარჩევნო უბანზე უნდა ჩატარდეს, რისთვისაც 4 ტელეკომპანია, მათ შორის საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებელიც ერთობლივად 1 მილიონამდე დოლარს გადაიხდის.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.  

ამავე თემაზე
დღის ამბები