სოფელ ბერშუეთთან დაკავებული არასრულწლოვანი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს.
კურიერის ინფორმაციით, ჯონი ჩოჩიშვილი უპირობოდ, ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს. მიზეზი, სავარაუდოდ, ასაკი გახდა.
17 წლის მოზარდი ბერშუეთში ზემო სობისიდან სკოლაში დადიოდა. ოჯახმა მასთან დაკავშირება მას შემდეგ სცადა, რაც ბავშვმა სასწავლებლიდან დაბრუნება დააგვიანა, თუმცა ტელეფონს უკვე რუსმა ძალოვანებმა უპასუხეს.
მათი ინფორმაციით, ჯონი ჩოჩიშვილი წინაგარაში რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს.