ნაციონლური მოძრობის მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატის ზაალ გოროზიას მეუღლეს ბრალი წარუდგინეს.
გამოძიება 125-ე ცემა-ძალადობის მუხლით დაიწყო. საუბარია საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ დაპირისპირებაზე, რომლის დროსაც ოლგა ჩურკანოვამ უბნებზე გამწესებელი უპარტიო წევრების სიის შენობიდან გატანა სცადა.
მისი განცხადებით, კონკურსის წესით შერჩევის ნაცვლად კანდიდატები სუს-ის მიერ იყო შერჩეული და კომისიას სია ქართული ოცნების წარმომადგენელმა მიაწოდა.
ჩურკანოვას განცხადებით, მეუღლის ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირის გამო პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
"ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ,"- აცხადებს ოლგა ჩურკანოვა. გოროზიას მეუღლე ამბობს, რომ ოცნების წევრმა ელგა ცანავამ მას როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.