ორი თვეა მარტვილის რაიონის 21 სოფლის გამგებლები პოზიციებზე აღდგენას ითხოვენ. სამი ინსტანციის გადაწყვეტილების მიუხედავად პროცესი ჭიანურდება, რასაც გათავისუფლებული გამგებლები მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ და სოფლების მოქმედი ხელისუფლების წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულობაზე საუბრობენ.
თუ ყოფილი გამგებლების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა.