20 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
პუბლიცისტი ნოდარ ტაბიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი და პუბლიცისტი ნოდარ ტაბიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტაბიძე წლების განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი იყო.

ნოდარ ტაბიძემ ბიძის, პოეტ გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ რამდენიმე წიგნი გამოაქვეყნა. ასევე, იყო გალაკტიონის მკვლევარი და გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმის მთავარი კონსულტანტი.

ნოდარ ტაბიძე დაჯილდოებული იყო გალაკტიონ ტაბიძის, სერგეი მესხის, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიებით.

დღის ამბები