60 ათას სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტი - ყოფილი პრემიერის მორიგი საარჩევნო დაპირება ქუთაისში, მილიარდიანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოწყობაა.
პროექტი 3-ჯერ აღემატება მსოფლიოში უმსხვილეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც ჩინეთში მდებარეობს, ხოლო საქართველოში დღეს არსებული სტუდენტების ნახევარზე მეტია. თუკი საარჩევნო დაპირება ასრულდება, ტექნიკური უნივერსიტეტს, სადაც 20 ათასი სტუდენტი სწავლობს, გაქრობა ემუქრება.
კიდევ ერთი უნივერსიტეტი, რომელსაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გამო საფრთხე ემუქრება, თბილისში, სან დიეგოს უნივერსიტეტია.
რატომ ჩაშალა ხელისუფლებამ გამზადებული პროექტი ბათუმში, რომელსაც ამერიკული ფონდი აფინანსებდა, თუკი შემდეგ მსგავსი უნივერსიტეტის ქუთაისში აშენება იგეგმებოდა, საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის გარეშე? ექსპერტები აღნიშნულ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორებად აფასებენ.
ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 100-ს მილიონამდე ჯდებოდა, რომლის ნახევარს ამერიკული ფონდი იხდიდა, დანარჩენს კი ბენდუქიძის ფონდი და მთავრობა.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის 60 ათასი ტექნოლოგი სტუდენტი და მათთვის პედაგოგებია საჭირო, რომელთაც საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლება საერთაშოროსო ენებზე მოუწევთ. ექსპერტები აღნიშნულ ფაქტს მორგი საარჩევნო ტყუილს უწოდებენ.
ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი.